Monday, June 26, 2017

დღე მე-9

  ტრენინგის 9 დღე იყო ნაყოფიერი. ჩვენ ვისწავლეთ  სასწავლო პროექტის შექმნა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც რთული იყო, მაგრამ საინტერესო. ვასრულებდით დავალებებს და ვაკეთებდით პრეზენტაციებს. ვუზიარედით ერთმანეთს ნაშრომებს და ვაძლევდით უკუკავშირს,   ვისწავლეთ ბლოგერის შექმნა და იქ მუშაობა.
 შევცვალეთ დიზაინი,   გავაკეთეთ ბმულები, მივაბით ბლოგერს.
შევაჯამეთ ტრენინგის 9 დღე. ტრენინგი აღმოჩნდა საინტერესო მით უფრო, რომ გვყვავდა სასიამოვნო მოსაუბრე და თავისი საქმის პროფსიონალი ტრენერი ხათუნა ციხელაშვილი. მადლობა მას და წარმატებები!

Sunday, June 25, 2017

დღე - 8
  გავიხსენეთ წინა ტრენინგი. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, ანუ მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებებზე. წიგნში განვიხილეთ მოდული 6 აქტივობა 1 სამუშაო გეგმაში დავწერეთ დავალებების სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის, შევქმენით დამხმარე მასალა მათთვის. მიდევ ერთხელ გადავხედათ პროექტის გეგმას, ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე,
   მადლობა ტრენერს  -   ხთუნა  ციხელაშვილს საინტერესო სამუშაო დღისთვის.

Saturday, June 24, 2017

დღე მე-7
გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ტრენერთან, გავაკეტეთ თითოეული ნაშრომის პრეზენტაცია. ყველა მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტი პრეზენტაციის სახით.მივიღეთ უკუკავშირი, პრეზენტაციიდან გამომდინარე ვისაუბრეთ პროოექტის ფერგლებში განსახორციელებელი  აქტივობების ჩამონათვალზე.  შევიტანეთ აქტივობები  -სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში სასწავლო პროცედურებში
რა თქმა უნდა მადლობა ხათუნას - გადასარევ ტრენერ-მასწავლებელს! 

Saturday, June 17, 2017

დღე მე-6  17.06.2017

   გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.
  წარმოვადგინეთ საშინაოპ დავალებები და ვბისაურეთ მასზე.
  შევქმენით მოწასვლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოვათავსეთ გუგლ დრაივში.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
 გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი.
ტრენინგი როგორც ყოველთვის საინტერესო იყო.
მადლობა ჩვენს საყვარელ ხათუნას :) :* 

Sunday, June 11, 2017


მე-5 დღე
   გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალები. გავეცანით დღევანდელი დღის მიზნებს. ვისაუბრეთ შეფესბის სხვადასხვა  რუბრიკებზე. გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდების დოკუმენტს. გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას განვიხილეთ თითოეულის მეთოდები და ინსტრუნემტები. ავირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები რომლებიც შევიტანეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ რამდენიმე შეფასების ფორმა კერძიდ, თანატოლთა ურთიერთშეფასების ფორმა და პრექზენტაციის ჩეკლისტი.გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში ადაპტირება გავუკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტს. მივიღეთ საშინაო დავალება შევქმნათ მინიმუმ ერთი შეფასების ფორმა.
მადლობა ჩვენს საუკეტესო ტრენერს!!!

Sunday, May 28, 2017

28.05.2017წ.
ტრენინგის მეორე დღე

   გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალები. განვიხილეთ  ერთმანეთის საპროეიქტო იდეები ჯგუფში. მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი, შევჯერდით საპროექტო იდეებზე. ვისაუბრეთ პუბლიკაციაზე, ვიხილეთ მისი ნიმუში და პუბლიკაციის მომზადების ჩეკისტის გამოყენებით, თავად შევქმენით სატატია. ასევე ვისაუბრეთ სტანდარტებზე, გავეცანით საიტს ncp.ge მივიღეთ საშინაო დავალება. ტრენერი იყო მოწოდების სიმაღლეზე! მადლობა მას!

Friday, May 26, 2017

1-ლი დღე

26 მაისი 2017წელი

  ტრენინგის პირველ დღეს საფუძვლიანად გაგვაცნო ტრენერმა ტრენინგის მიზანი, გავეცანით პროექტებით სწავლების ელექტრონულ სახელმძღვანელოს, სადაც გავეცანით თვითოს სახელმძღვანელოში ნავიგაციას. -  შინაარსი, რესურსები და ჩანიშვნები.თითოეული განვიხილეთ ცალ-ცალკე. კერძოდ, მოდიულების მიხედვით გვერდების სწრაფად მოძიება, მნიშვნელოვანი ინფორმაციების მონიშვნა დაშეფერადება (დასამახსოვრებლად).ასევე ინფორმაციების შენახვა.გავნვიხილეთ უკვე მზა პროექტები და გვქონდა მცირე დისკუსია ამის შესახებ.გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკებს.ასევე განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის  შაბლონი. ბოლოს გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაზეც ყველა დამსწრეს ქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება და დასაბუთება.
ჩემი აზრით, ტრენინგის ყველა ნაწილი საინტერესო და მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრებაში. ელექტორნული სახელმძღვანელო კარგი რესურსია მასწავლებლისთვის მუდმივად გამოსაყენებლად.თუმცა გამოვყოფდი ერთს - 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომილის განხილვამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მოსწავლეზე უნდა იყოს ორიენტირებული სწავლა.
რაც მთავარია, უნდა აღინიშნოს ტრენერის - ხათუყნა ციხელაშვილის კეთილგანწყობა ყველას მიმართ. მისი გადმოცემის და კომუნიკაციის უმაღლესი დონე. მადლობა მას!